თავში

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის სცენა ციხის შესასვლელიდან აიღეს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის სცენა ციხის შესასვლელიდან აიღეს
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის სცენა ციხის შესასვლელიდან აიღეს

რუსთავში, N12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან სამართალდამცველებსა და აქციის ორგანიზატორებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაცვის თანამშრომლებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს ციხის შესასვლელთან დამონტაჟებული სცენა ააღებინეს და სხვა, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანეს.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დემონსტრაციისთვის შეთავაზებული ტერიტორია მათთვის მისაღები არ არის, რადგან აქციაზე მისული ხალხის რაოდენობას ვერ დაიტევს. 

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. 

დილიდან გვქონდა ხელის შეშლის მცდელობა პოლიციის მხრიდან. გვითხრეს, რომ ამ ადგილზე ვერ გამართავთ აქციას და სხვა ადგილზე განათავსეთ სცენა. არ გვაცალეს და წაიღეს ჩვენი ტექნიკა, მონიტორები. ის ადგილი, რომელსაც გვთავაზობენ, ჩვენთვის მისაღები არ არის და იქ ხალხი ვერ დაეტევა. აქციას მაინც ჩავატარებთ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system