თავში

,,მინდა მივმართო მორალისტებს, რომლებიც ფეისბუქში პოსტავენ ისტერიულად" - დათო ლიკლიკაძე

,,მინდა მივმართო მორალისტებს, რომლებიც ფეისბუქში პოსტავენ ისტერიულად" - დათო ლიკლიკაძე

,,მინდა მივმართო მორალისტებს, რომლებიც ფეისბუქში პოსტავენ ისტერიულად, რომ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები. უკაცრავად და ვის ასწავლით ჭკუას? თქვენ რატომ იცით უფრო კარგად რა სჭირდება და როგორ უნდა მოიქცეს სხვა? აი, მე მაგალითად, ყველგან პირბადით დავდივარ, უკვე ქუჩაშიც კი, მაგრამ არასოდეს არ დამირიგებია ჭკუა ვინმესთვის პირბადით იაროს, - ამის შესახებ ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, უიმედობა, ნეგატივი და შიში მოქალაქეებზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

,,უკვე ამდენი უიმედობა, ნეგატივი და დაშინება სრულიად პირიქით მუშაობს. მე მაგალითად, პირველად რომ შემობოდიალდა ვიღაც კაცი ირანიდან მარნეულში (26 თებერვალი იყო მგონი. იმიტომ მახსოვს ერთი დღით შემოვასწარი იტალიიდან) ერთი ვედრო ანტისეპტიკური გადავისხი თავზე, მაგრამ როცა უკვე ათასობით ადამიანს დაემართა ჩვეულებრივი გახდა, პრეცედენტული. ახლა ეს კაია თუ ცუდი მაგას არ განვიხილავ, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ შევეჩვიე. არაფერში მჭირდება თქვენი დაზაფვრა, რატომ გგონიათ ჩვენთან არ აჩვენებს ტელევიზორი? და რატომ ფიქრობთ, რომ ინტერნეტზე წვდომა არ გვაქვს? ძალიან კარგადაც ვიცი, როგორ მოვიქცე და ვიქცევი კიდეც. რაში მჭირდება თქვენი დიდაქტიკა, რომელი დავით გურამიშვილი თქვენ ხართ, ან სულხან-საბა ორბელიანი, რა წაიღეთ ტვინი. გახსოვდეთ რაც უფრო მეტ ნეგატივს დათესავთ ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ უკან.

აი მე კი გეტყვით:
დიახ დავდივარ პირბადით, (მას მხოლოდ წამიერად ვიხსნი, როცა ფოტოს ვიღებ, ისიც ღია სივრცეში), დიახ არსებობს კორონა, დიახ უნდა გავფრთხილდე, მაგრამ ისიც ვიცი, რომ არ უნდა მეშინოდეს. რომ ძალიან მალე ვაქცინაც დაიდება, რომ ძალიან მალე გადაშენდება აქედან, რომ ძალიან მალე სასაცილოდ არ გვეყოფა ეს შიშები, რომ არ დავისტრესებით, რომ შევძლებთ ცხოვრების გაგრძელებს, რომ ახმაურდება სკოლისა და უნივერსიტეტების კედლები, რომ კაფე-რესტორნებში დილამდე იქნება სიცილ-ხორხოცი, რომ ტაქსის მძღოლები შუაღამეს ერთმანეთს დაუწყებენ გინებას ერთი მგზავრის „ახევის“ გამო და გამიღვიძებენ ძლივს დაძინებულ ბავშვს, რომ აგუგუნდება აეროპორტი, რომ ქუჩებში გავიგონებთ ინგლისურ- ფრანგულ-გერმანულ საუბრებს.
ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ძალიან მალე ვიხმაურებთ. ვიხმაურებთ აბა რაა...რადგან თუ არ ვიხმაურეთ სიჩუმე მოგვიღებს ბოლოს!", -
წერს ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system