თავში

,,მინდა მოგიყვეთ ჩემი ისტორია..." - რას წერს გოგო, რომელიც სიმსივნეს ებრძვის

,,მინდა მოგიყვეთ ჩემი ისტორია..." - რას წერს გოგო, რომელიც სიმსივნეს ებრძვის
,,მინდა მოგიყვეთ ჩემი ისტორია... - რას წერს გოგო, რომელიც სიმსივნეს ებრძვის

31 წლის ნუცა მაღ­ლა­კე­ლი­ძეს, რო­მელ­საც ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარდაჭერა სჭირდება. 

ახალგაზ­რდა ქალი სოციალურ ქსელში ემოციურს პოსტს ავრცელებს.

,,მინდა მოგიყვეთ ჩემი ისტორია

ძალა ერთობაშიაო - უბრალოდ სასწავლო მასალა და საქართველოს გერბზე დატანილი ფრაზა მეგონა, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. მაგრამ...

2020 წლის მარტამდე სტანდარტულად ვცხოვრობდი: დაქალები, სამსახური, ოჯახი, გართობა... მაგრამ სრულყოფილებას ვერასოდეს განვიცდიდი, ინერციით მივდიოდი.

მაგრამ მარტში დაიწყო ჩემი სრულყოფილება - გავიცანი საოცარი ადამიანი რომელმაც საერთოდ თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება, დავიწყე ჩემი თითოეული სიცოცხლის წამის დაფასება, ბედნიერება, სხვანაირი სიხარული, სხვანაირი სიყვარული ვისწავლე.

აჩი - აჩი არის ადამიანი, რომელიც ზუსტად ვიცი მარტო ჩემთვის არის დაბადებული. ყოველი მის გარეშე გატარებული წუთი მენანება, რაც კი ცხოვრებაში მქონია

სექტემბერში დაიწყო ჩვენი თანაბედნიერება. ვცდილობ, ვფიქრობ, როგორ შეიძლება გადმოვცე, როგორ აღვწერო ეს გრძნობა. არა, შეუძლებელია ამ ბედნიერების გადმოცემა

შეუღლებიდან 2 თვის მერე დაიწყო ტკივილები, სიცხეები.

ექიმთან რომ მივდიოდი ამ დიაგნოზს ვერც წარმოვიდგენდი..

გავიკეთეთ კორონა - უარყოფითია

მივედით ოჯახის ექიმთან - ფილტვების ანთებააო

წავედით რენტგენზე გადასაღებად - და აი იქ დაიწყო ჯოჯოხეთი: გულთან ახლოს დიდი წანაზარდია, სავარაუდოდ, სიმსივნე!!!

ვფიქრობ ჩავიტარებ გამოკვლევებს იქნებ კეთილთვისებიანია, იქნებ ექიმებს ეშლებათ რამე.

არა, ექიმების ვარაუდი უფრო და უფრო მყარდება -საჭიროა ბიოფსია!

ბიოფსიის პასუხი რომ უნდა ყოფილიყო, ძალიან ბევრი ადამიანი მახლდა, მივედით ავიღეთ პასუხი ველოდებით კარგ ამბებს

საბოლოოდ ჩემი დიაგნოზია - ავთვისებიანი, სწრაფად პროგრესირებადი, ლიმფომა, რომელიც საკმაოდ დიდი ზომისაა და აწვება გულს, არის ფილტვზე, ღვიძლში, ამიტომაც მაქვს აუტანელი ტკივილები, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ.

გაიყინა..

ყველაფერი გაიყინა..

არ ვიცი სად აღმოვჩნდი, არ ვიცი რაზე ვფიქრობდი, ფიქრის უნარიც გამეყინა.. არ ვიცი..არ ვიცი...

კადრებად მახსოვს აჩის სახე - განადგურებული.. გაყინული...

მახსოვს ჩემი ძმა საავადმყოფოში კუთხეში ჩაიკეცა

მახსოვს ჩემი დაქალი აიღეს და გაიტანეს...

ჩამი ახლობლები მიხსნიდნენ რო ეს არ იყო განაჩენი და ყველა იკავებდა თავს და გარბოდნენ ცალკე სატირლად.....

კადრებად მახსოვს...

ძალა მოვიკრიბე, დედას უნდა ვუთხრა.. მაგრამ რა? რა უნდა ვუთხრა? რა? რა...

დამთავრდა.. ყველაფერი დამთავრდა..

ვფიქრობ აჩისაც მოვშორდები, ყველასგან შორს წავალ და დაველოდები მარტო სიკვდილს

ყველაფერი წარმოვიდგინე - ჩემი სიკვდილი წარმოვიდგინე

უკვე ვგრძნობდი - სიმსივნემდე გული მომკლავდა

ყველა ჩემ გვერდით იყო მაგრამ მარტო ვიყავი, მარტო ვიყავი ამ დაავადებასთან.

სიცოცლე მინდოდა! ძალიან მინდოდა! არ მინდოდა ამ ბედნიერების დასრულება ასე მალე ასე მარტივად

გამარჯვება გადავწყვიტე და სასწაულების ვიწამე!

ჰოდა, აჩის რომ ვუყურებდი ჩემზე - გადავწყვიტე ძალა მომეკრიბა და მასზე მეზრუნა, არავის მივცემ უფლებას (მათ შორის ჩემს თავსაც) რომ აჩის გული ატკინოს, ვერც სიმსივნე და ვერც ვერაფერი დაასრულებს ჩემს ბედნიერებას თქო

ჰოდა იყო კიდევ ერთი პრობლემა - ფინანსები, საკმაოდ დიდ თანხებზე იყო საუბარი, და სულ 3 დღე გვქონდა მოსაგვარებლად რომ სასწრაფოდ წავსულიყავი თურქეთში.

აი, ისევ დავეცი, ისევ ვფიქრობდი რომ ყველაფერი დამთავრდა, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ბოდიშს ვუხდიდი ოჯახს რომ ვერ გადავრჩებოდი

...მაგრამ აი ის სასწაული მოხდა მე რომ ვიწამე:

ვინც კი ჩემი ამბავი გაიგეთ -ყველამ - ნაცნობმა თუ უცნობმა - ყველამ ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს დიდი წრე შეკარით და ცენტრის შუაგულში მე და აჩი მოგვათავსეთ

იცით როგორი შეგრძნება იყო? თითქოს ფრთები შემესხა და ცაში დავფრინავდი. მივხვდი რომ ჩემი სიცოცხლე ასეთი მნიშვნელოვანი იყო , მივხვდი რომ მე გადავრჩი

თქვენი წყალობით თანხები ჩამერიცხა, მივდივარ ისევ თურქეთში მკურნალობის დასაწყებათ. იყო ისეთი ხალხი რომელიც ვერ მივხვდით საერთოდ ვინ იყვნენ..

პანდემიის დროს, როცა დედამიწა გაჩერებულია. როცა უმუშევრობაა. ახალი წელია.

არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ.

მე თქვენ მიყვარხართ -არა გატყუებთ - მე თქვენ გაღმერთებთ!

ჰო, ჩემი სასწაული ხართ ყოველი თქვენგანი, ყველას მოვუყვები თქვენს შესახებ!

შობა-ახალ წელს გილოცავთ! ასეთი ამბები აღარასდროს გაგეგოთ არავისზე!

რამდენჯერაც ამოვისუნთქებ იმდენი წამი დაემატოს თქვენს ბედნიერებას!

მე და ჩემი ოჯახი ვლოცულობთ თქვენზე და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება!

P.S. უკვე ძლიერად ვარ! ხანდახან მიტევს ემოციები. არ მაქვს უფლება ცუდად ვიყო - აჩის გამო, დედაჩემის გამო,შაკოს გამო, თქვენს გამო.

ძალა ერთობაშია და ჩემი ძალა თქვენ ხართ!!

გთხოვთ ძალიან, დაგვეხმარეთ, ისე როგორც ეს შეგიძლიათ.

მადლობა", - წერს ნუცა მაღლაკელიძე.

საქართველოს ბანკი: #GE72BG0000000161265215

Tbc ბანკი: #GE93TB7950045061100015

მიმღები: ნინო მაღლაკელიძე 

თიბისი ბანკი: #GE69TB7998345061600007

მიმღები: არჩილ გამრეკლიძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system