თავში

მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო - ღარიბაშვილი

მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო - ღარიბაშვილი
მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო - ღარიბაშვილი

პირველ რიგში მინდა, შევეხო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც, სამწუხაროდ, მძიმდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც; შემთხვევების მატება, რაც ბოლო დღეებში აშკარაა თითოეული ჩვენგანისგან მეტ ყურადღებას და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას დაწესებული რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს, ამის ერთადერთი მექანიზმი არის რეგულაციების დაცვა. პირბადის სწორად ტარება, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისგან, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავება - ეს ის ელემენტარული დათმობებია, რომელზეც ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გამო უნდა წავიდეთ, მანამ ვიდრე ვაქცინაცია დაგვიცავს. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system