თავში

მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - პრემიერი

მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - პრემიერი
მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - პრემიერი

მე მინდა, პირველ რიგში, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ასეთი დიდი საჩუქარი, რომელიც ჩვენმა მერმა, ბატონმა კახა კალაძემ სიურპრიზად გაუკეთა ჩვენს ქალაქს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კახა კალაძემ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ევროპული ხელწერა და სტანდარტი შემოიტანა.

"ვუყურებთ რა, ამ განახლებულ 9 მარტისა და დედაენის პარკებს, არ შემიძლია ემოციებით არ გადმოვცე ის, რასაც მე ახლა ვგრძნობ. კახამ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა, ის სტანდარტი, რომელიც არის ნამდვილად ევროპული. მან, თავისი შრომით, თავისი ნიჭიერებით, ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენს დედაქალაქში, ძალიან ბევრი პარკი, ბევრი სკვერი, ბევრი რეკრეაციული სივრცე მოაწყო და აჩუქა ჩვენს ქალაქს. მადლობა მას ამისთვის, მადლობა კახა. ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ.

ბოლო წლების განმავლობაში, თქვენ უყურებთ, ჩვენ ყველანი ვართ მოწმენი იმისა, თუ როგორ ვითარდება, როგორ ლამაზდება ჩვენი დედაქალაქი. ამაშიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, პირადად კახას ხედვა, მისი უნარები და მისი გუნდის. მე ვიცი, რომ მას აქვს ძალიან ბევრი პროექტი დაგეგმილი ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, გამწვანების, ეკოლოგიის მიმართულებით. მე მინდა, მას წარმატება ვუსურვო და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მას და მის გუნდს!", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system