თავში

მინისტრი: განიხილება ყოველ 7 დღეში ექიმების ტესტირების საკითხი

მინისტრი: განიხილება ყოველ 7 დღეში ექიმების ტესტირების საკითხი
მინისტრი: განიხილება ყოველ 7 დღეში ექიმების ტესტირების საკითხი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო მზად არის, შევცვალოს მოქმედი პროტოკოლი და მოხდეს ექიმების ტესტირება ყოველ შვიდ დღეში ერთხელ, ნაცვლად 14 დღისა, იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხვედრაში იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლთან. 

„რამდენიმე კვირაა, გაწერილი არის პროტოკოლი, სადაც მედპერსონალი არის წარმოდგენილი, როგორც რისკჯგუფი, შესაბამისად, ხდება მათი ტესტირება და მონიტორინგი საეჭვო შემთხვევების. დღემდე ეს პროტოკოლი არის გაწერილი, რომ მათი შემოწმება ხდება ყოველ ორ კვირაში, თუმცა შეიძლება, დადგეს განხილვის საკითხად და თუ ეს იქნება თანხვედრაში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან, ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ შვიდ დღეზე ტესტირებაზე. ეს არის დღესდღეობით განხილვის საგანი, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამას ყველაფერს ჩვენ შევაჯერებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და შემდეგ მივიღებთ უკვე ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ექიმები იცნობენ პროტოკოლს, ასევე იციან თუ როგორ უნდა მოიხმარონ პირადი დაცვის საშუალებები. მისი განმარტებით, ტრენინგები ინტენსიურად უტარდებათ, როგორც სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, ისე კლინიკაში მომუშავე მედპერსონალს. 

„რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ ვიცავთ ჩვენს ექიმებს, ექიმებ სრულად იცნობენ პროტოკოლს. არსებობს გარკვეული ტრენინგი, რომელიც მათ უტარდებათ და სამინისტროში არის ჩამოყალიბებული ოთხი ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად ატარებს ამ ტრენინგებს, როგორც სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმებისთვის, ასევე, ყველა სტაციონარში. ჩვენ ვაცნობთ ადგილზე ექიმებს ამ პროტოკოლებს. ასევე ამ პროტოკოლში დეტალურად არის გაწერილი, თუ როდის და როგორ უნდა მოიხმარონ მათ ეს პირადი დაცვის საშუალებები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system