თავში

მინისტრის მოადგილე: შეზღუდვების მოხსნის შედეგებს ახლა ვხედავთ

მინისტრის მოადგილე: შეზღუდვების მოხსნის შედეგებს ახლა ვხედავთ
მინისტრის მოადგილე: შეზღუდვების მოხსნის შედეგებს ახლა ვხედავთ

შეზღუდვების მოხსნის შედეგების პირველ ნიშნებს სწორედ ახლა ვხედავთ, - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა. მისი თქმით კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების კონტაქტები ფართო არ არის თუმცა პრობლემა იმაშია თუ საიდან გაჩნდა ეს შემთხვევები. 

„ბევრი შეზღუდვა გავიარეთ პრაქტიკულად უმტკივნეულოდ, არანაირი ცვლილება ამას არ გამოუწვევია, თუმცა ნელ-ნელა ჩნდება ის ნიშნები, რომელიც თავიდანვე მოსალოდნელი იყო. ბუნებრივია, შეზღუდვები დაწესდა იმისთვის, რომ არ გვქონოდა ვირუსის სწრაფი გავრცელება მოსახლეობაში“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system