თავში

აქცია განათლების სამინისტროსთან

აქცია განათლების სამინისტროსთან
აქცია განათლების სამინისტროსთან

მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში სტუდენტებისა და მათი დაფინანსების შესახებ სიტყვა არ არის ნათქვამი, ამ ფორმით ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისთვის ახალგაზრდები პრიორიტეტს არ წარმოადგენს, - ,,ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, განათლების სამინისტროს წინ აქცია გამართეს.

ისინი სტუდენტებისთვის მიმდინარე სემესტრის გადასახადის დაფარვას მოითხოვენ.

,,მოვითხოვთ, მიმდინარე სემესტრის გადასახადი დაუფინანსდეს სტუდენტებს, რაც არ წარმოადგენს დიდ თანხას. საუბარი არის მაქსიმუმ 160 მილიონ ლარზე და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ანტიკრიზისული გეგმით ბანკების დასახმარებლად გამოიყო 600 მილიონი, ბიზნესის დასახმარებლად 500 მილიონი, მაშინ, როდესაც ადამიანებისთვის ბინების ყიდვას ასუფსიდირებენ. ანტიკრიზისულ გეგმაში არცერთი თეთრი არ არის გაწერილი სტუდენტების დასახმარებლად, ეს კარგად გამოხატავს ხელისუფლების დამოკიდებულებას ახალგაზრდებისა და მათი საჭიროების მიმართ. ამ ფორმით კიდევ ერთხელ ამტკიცებს ხელისუფლება რომ მისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს ახალგაზრდები და არ წარმოადგენს განათლება", - განაცხადა ,,ლეიბორისტული პარტიის" წევრმა მამუკა ჯუღელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system