თავში

"მიყურებენ, როგორც უსახლკაროს..." - ნუკი კოშკელიშვილი

"მიყურებენ, როგორც უსახლკაროს..." - ნუკი კოშკელიშვილი
მიყურებენ, როგორც უსახლკაროს... - ნუკი კოშკელიშვილი

"ნიჭიერის" წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, სოციალურ ქსელში აშშ-ში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. 

როგორც ნუკი ამბობს, მისი ჩაცმულობის გამო, ის შესაძლოა, ამერიკაში უსახლკარო ჰგონიათ, თუმცა, აღნიშნავს, რომ ბედნიერია, რომ საქართველოში "ნიჭიერი" მიჰყავს.

"ასე ვარ სახლიდან გამოსული, მაქვს ბრონქიტი, კოვიდი არ მაქვს, მე მგონი, ახლა ჩავაბარე პისიარი. ასე ვზივარ ავტობუსში, ბომჟივით, სპორტულებში. როგორ მიყურებენ, იცით? ეს უბედური, ეს ვიღაცა უსახლკაროო, მე კი ვზივარ და ვფიქრობ, რომ არის ქვეყანა, სადაც მე მიმყავს "ნიჭიერი". ისეთი მაგარი ვარ, რომ "ნიჭიერი" მიმყავს…", - ამბობს ნუკი ვიდეოში.

ნუკი კოშკელიშვილი აშშ-ში მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობს, საქართველოში შოუსთვის იყო ჩამოსული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system