თავში

"მირიან ნიკოლაძეს აქვს განაჩენი გამოტანილი"- არასრულწლოვნის მამა

"მირიან ნიკოლაძეს აქვს განაჩენი გამოტანილი"- არასრულწლოვნის მამა
მირიან ნიკოლაძეს აქვს განაჩენი გამოტანილი- არასრულწლოვნის მამა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამამ შიმშილობა შეწყვიტა.

"გუშინ მქონდა კომუნიკაცია ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელიც არის "თეთრი ისარის" წარმომადგენელი, თავიანთ თავს უწოდებენ ინკვიზატორებს, მათ გამოიკვლიეს რომ ჩემი შვილი არის უდანაშაულო. მითხრეს რომ სამართალს ჩვენ დავამყარებთ და შენ გაჩერდიო. მირიან ნიკოლაძეს გამოუტანეს განაჩენი ადრე, იმის გამოო რომ მან გაათავისუფლა ნარკობარონი, ადრინდელ საქმეზეა ლაპარაკი. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები თვითონ გამოვიდნენ კონტაქზე ჩემთან,"- ამის შესახებ ტვ "პირველის" ეთერში არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამამ განაცხადა.

თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ მირიან ნიკოლაძეს აქვს განაჩენი გამოტანილი.

"პროფესიონალთა ჯგუფია. იმათმა მომცეს უფლება რომ ეს მეთქვა,"- აღნიშნა არასრულწლოვნის მამამ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, საუბარი იყო თუ არა ფიზიკურ ლიკვიდაციაზეაზე.

"ალაბთ, რადაგან რუსები ასე აკეთებდნენ,"- უპასუხა კითხვაზე ხომასურიძემ. 

არასრულწლოვნის მამამ ასევე გაიხსენა, საბედისწერო ღამეს სად იმყოფებოდა მისი შვილი.

"გაეკიდნენ, სდიეს ფერად შენობამდე, სადაც აღარავინ აღარ იყო. ჩემი შვილი წამოვიდა მანქანის მისაყვანად, რომ მიიყვანა მანქანა, ამირხანაშვილს დაეხმარა ბუჩქებიდან ამოყვანაში, ვერ ამოდიოდა და დაეხმარა. ამის მერე მან სთხოვა რომ იქედან დროზე წაეყვანათ. მამამისმა გადაუხადა მადლობა ბიჭებს, რომ გადაარჩინეთ ჩემი შვილიო,"- ამბობს ხომასურიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system