თავში

მიშო იაკობიძე: თამარმა ბოლოს 12 ივლისს მომწერა

მიშო იაკობიძე: თამარმა ბოლოს 12 ივლისს მომწერა
მიშო იაკობიძე: თამარმა ბოლოს 12 ივლისს მომწერა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიშო იაკობიძე დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც ბაჩალიაშვილის საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა, ბაჩანა ლობჟანიძემ გამოძიებას მის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მიშო იაკობიძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ის ნამდვილად საკუთარი ძალებით ეძებდა თამარ ბაჩალიაშვილს.

„ორშაბათს, როდესაც მე შევიტყვე თამუნას დაკარგვის შესახებ, ჩემი ძალებით გავემართე ხაიშის მიმართულებით, სადაც კამერა ფიქსირდებოდა. სოციალური ქსელიდან შევიტყვე და შესაბამისად, გავემართე იმ მიმართულებით, საეჭვო ვერაფერი ვნახე და იმავე დღეს დავბრუნდი უკან. მეორე დღეს გავემართე გოლთეთის მიმართულებით, იქაც ვეძებდი, ვერაფერი ვერ ვნახე საეჭვო. ბაჩანაც ასევე იყო ჩემი უნივერსიტეტელი, 2015 წელს ჩააბარა მანაც და უნივერსიტეტიდან მქონდა შეხება. თამარმა ბოლოს 12 ივლის მომილოცა უნივერსიტეტის წარმატება, მადლობა გადავუხადე და მეტი არაფერი,“ - აცხადებს მიშო იაკობიძე. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system