თავში

"მისი ბასრი სიტყვა იმ რეალობასთან შეჯახების შედეგი იყო, რომელიც გულწრფელად არ მოსწონდა" - პატრიარქი

"მისი ბასრი სიტყვა იმ რეალობასთან შეჯახების შედეგი იყო, რომელიც გულწრფელად არ მოსწონდა" - პატრიარქი
მისი ბასრი სიტყვა იმ რეალობასთან შეჯახების შედეგი იყო, რომელიც გულწრფელად არ მოსწონდა - პატრიარქი

საქართველოს პატრიარქი, ილია II რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"საქართველოს გულშემატკივარი, სამშობლოს მოჭირნახულე, დაუღალავი ბატონი რეზო (რევაზ) ამაშუკელი დღეს სამზეოს ტოვებს.

მისი ბასრი სიტყვა და მკვეთრი პოზიცია იმ რეალობასთან შეჯახების შედეგი იყო, რომელიც გულწრფელად არ მოსწონდა.

მართალია, მისი პოზიციისადმი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს განსხვავებული აზრი ჰქონდა, მაგრამ, ალბათ, ყველა, ვისაც კი სამართლიანობის გრძნობა და ლიტერატურის სიყვარული აქვს, აღიარებს, რომ იგი იყო ბობოქარი სულის დიდი პოეტი, რომელიც გამორჩეული გარეგნობით, ძლიერი ხმითა და თავისი შესანიშნავი ლექსების დეკლარირებით წარუშლელად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი რეზოს (რევაზის) უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა". - წერია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

პოეტი რეზო ამაშუკელი 10 იანვარს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system