თავში

მიტროპოლიტი სერგი Covid 19-ით გარდაიცვალა

მიტროპოლიტი სერგი Covid 19-ით გარდაიცვალა
მიტროპოლიტი სერგი Covid 19-ით გარდაიცვალა

ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსული ინფექციის გართულების გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს. 

რუის-ურბნისის ეპარქიამ სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელში დაწერა. 

"ჩვენი ეპარქია მწუხარებას გამოთქვამს მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ნეკრესის ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასსა და მრევლს, განსვენებული მღვდელმთავრის ოჯახის წევრებს, სულიერ შვილებსა და ახლობლებს.

უფალმა აცხოვნოს ახალშესვენებული ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი და მისცეს მას საუკუნო ხსენება", - ნათქვამია რუის-ურბნისის ეპარქიის სამძიმარში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system