თავში

მივბაძოთ ბრამსს - ნათია ფანჯიკიძის ინიციატივა

მივბაძოთ ბრამსს - ნათია ფანჯიკიძის ინიციატივა
მივბაძოთ ბრამსს - ნათია ფანჯიკიძის ინიციატივა

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას, სირთულეების მიუხედავად, კარგ ხასიათზე ყოფნისკენ მოუწოდებს. 

"თუ არ უნდა დაგვემართოს და უნდა გადავრჩეთ, კარგ ხასიათზე უნდა ვიყოთ. თუ უნდა დაგვემართოს და იოლად უნდა გადავიტანოთ, კარგ ხასიათზე უნდა ვიყოთ. თუ უნდა დაგვემართოს და დავიხოცოთ, მითუმეტეს, განსაკუთრებით კარგ ხასიათზე უნდა ვიყოთ, - მოწყენაში ვერ გავფლანგავთ დროს. თანაც თუ ყველა კარგ ხასიათზე ვიქნებით, კორონაც მეგობრულად განეწყობა და იმუნიტეტიც მოყოჩაღდება. ამდენი პრობლემა გვაქვს და კარგ ხასიათზე როგორ ვიყოთ, არგუმენტი მიიღება, მაგრამ უპრობლემოდ რომ ვიყოთ, მაშინ რა უნდა კარგ ხასიათზე ყოფნას. ამოცანა კი არა, მოცემულობა იქნებოდა. ბრამსს უსაყვედურეს, რატომ წერ სულ ნაღვლიან მუსიკას, არ მოქმედებს ხალხზე კარგადო, ხოდა დაწერა მშვენიერი ნაწარმოები "მხიარულად ჩავალ საფლავში". მივბაძოთ ბრამსს" - წერს ფანჯიკიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system