თავში

,,მივიდეთ რაღაც ნიშნულამდე და შემდეგ ფრთხილად მოვხსნათ აკრძალვები" - დავით გადელია

,,მივიდეთ რაღაც ნიშნულამდე და შემდეგ ფრთხილად მოვხსნათ აკრძალვები" - დავით გადელია
,,მივიდეთ რაღაც ნიშნულამდე და შემდეგ ფრთხილად მოვხსნათ აკრძალვები - დავით გადელია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და საზოგადოების რეაქციას ეხმაურება.

,,შეიძლება ძალიან მგრძნობიარე ვარ ამ თემის მიმართ და ამიტომ მეჩვენება...

...რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, იმისთანა აზრები გამომაქვს ბევრი აქაური მეგობრის სტატუსებიდან, რომელთაც პატივს ვცემ, თითქოს ქვეყნის მთავრობა და ექიმები შევიკარით ხალხის წინააღმდეგ და ყოველდღე ვიგონებთ ახალ-ახალ დრაკონულ შეზღუდვებს! თითქოს ჩვენს ერთობლივ ინტერესში იყოს მობილურობის შეზღუდვა, ქვეყნის ეკონომიკის დაქცევა..

კარგად მესმის უკვე უსასოობაში ჩავარდნილი ბევრი თანამოქალაქის გულისტკივილი. 

მერწმუნეთ საერთო გულისტკივილია. 

თუმცა ისიც მესმის, რომ თქვენი, ფინანსური თვალსაზრისით, ალბათ უფრო მძიმეა - ვირუსმა უმუშევარი დატოვა ბევრ სფეროში დასაქმებულთა ძალიან დიდი ნაწილი! ლუკმა-პურის შოვნა გაჭირდა. ეს გაჭირვება ცხადია ბიუჯეტსაც აწვება და ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ღარიბდება. დამხმარეც ბევრი აღარ გვრჩება- მდიდარ ქვეყნებს ჩვენზე მეტად ეტყობათ პანდემიით გამოწვეული კრიზისი. მათი დანახარჯები მეტია. მესმის, გასაჭირი ეჭვებს ბადებს; გადაბრალების სურვილებს.. როცა უკეთესდება ქვეყანაში ეპიდემიის კუთხით მდგომარეობა, იკლებს დაავადებულთა რაოდენობა- შიშიც იკლებს და წინ გამოდიან რეგულაციის მოწინააღმდეგეები. ზაფხულში, შემოდგომაზე შესუსტდა აკრძალვები და დაავადებულთა რიცხვმა დღეში 5000-ს კარგად გადააჭარბა- წამსვე შიშმა დაისადგურა, რეგულაციის მოწინააღმდეგეები გაჩუმდნენ.. ახლა ისევ სწორდება მდგომარეობა. ამ რეგულაციებმა დაწია ავადობა. შესაბამისად აკრძალვების მოწინააღმდეგეებიც გააქტიურდნენ. მივიდეთ რაღაც ნიშნულამდე და შემდეგ ფრხილად მოვხსნათ აკრძალვები. ამასობაში ვაქცინა და შეიძლება სპეციფიკის მქონე წამალიც შეგვეშველება. გაუთავებელ ლოდინზე კი არაა საუბარი- მარტის ჩათვლით უნდა დავიცადოთ, მოვითმინოთ.

"უშნო მხედარი ცხენს ვერ მოერია და უნაგირს დაუწყო მტვრევაო"... რატომ უნდა გვინდოდეს უსაგნო, უმიზეზო აკრძალვები ექიმებს, ან თუნდაც მთავრობას? უცნაური ლოგიკაა.. პირადად ჩემთვის 2020 წელი სრულად ამოვარდნილია ცხოვრებიდან- კოვიდმა მომპარა! ისევე, როგორც ყველა თქვენგანს. ხოლო იმას, რაც ნოემბერ- დეკემბერში გადავიტანეთ ექიმებმა, მე ალბათ მეორედ ვერ გავუძლებ...

...შეიძლება მართლაც მეჩვენება ალაგ- ალაგ ჩვენი მისამართით გულისწყრომა .. მით უფრო, რომ ძალიან ბევრ კეთილ სიტყვებს ვიღებთ მადლიერი ხალხისგან. მართლაც ბევრი რამ გვასწავლა ამ ვირუსმა- ისეთი ავადმყოფების გამოყვანა შევძელით ბოლო პერიოდში, თუნდაც 6 თვის წინ რომ ნებისმიერი ქვეყნის კლინიკაში უპერსპექტივოდ ჩაითვლებოდა, მაგრამ ა ღ ა რ გვინდა ასეთი ემპირიული ცოდნა! აღარ გვინდა ეს პანდემია! აღარ გვინდა კონომიკის დაქცევა! გართობა, მოფერება მოგვენატრა! ექიმები, მასწავლებლები, რესტორატორები, სტუდენტები, მოსწავლეები, სამინისტროების თანამშრომლები- ყველანი ერთნი ვართ, ერთი ოჯახი, ბრძოლის ერთ მხარეს და ნუ გამოვყოფთ ვინმეს. ერთად გამოვიდეთ ყველა, პოლიტ სიმპათიების თუ სხვა ინტერესების განსხვავებების მიუხედავად ამ დიდი მსოფლიო ომიდან!

კ.ს. კამათს რეგულაციების შესახებ, ამ სტატუსში არანაირად არ ვაპირებ. არ ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეპიდემიოლოგიის ასეთი ღრმა მცოდნე", - წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system