თავში

"მივმართავ პროკურატურას, გამეცით პასუხი!"- ბრალდებული რევაზიშვილის ძმა

"მივმართავ პროკურატურას, გამეცით პასუხი!"- ბრალდებული რევაზიშვილის ძმა
მივმართავ პროკურატურას, გამეცით პასუხი!- ბრალდებული რევაზიშვილის ძმა

"სამი თვის განმავლობაში საზოგადოებრივი აზრი იქმნებოდა თითქოს ჩემი ძმა არის სასტიკი მკვლელი, უბრალოდ ამ ყველაფერში მე ვერავის დავეთანხმები. მე და ჩემი ძმა ერთად ვიდექით არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის დღეს და ერთად ვღვრიდით ცრემლს და ვერავინ მეტყვის, რომ ჩემს ძმას არა თუ ვინმეს მიმართ შეეძლო ასეთი დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება, არამედ აზრადაც კი არ გაივლებდა ამას არასდროს,"- ამის შესახებ გადაცემა "მთავარ აქცენტებში", გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმამ, ვახო რევაზიშვილმა განაცხადა.

"ჩემი ძმა კაცთმოყვარე ადამიანია და უბრალოდ არ შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება. მინდა, რომ საზოგადოებას ვთხოვო, უბრალოდ ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. დღეს არ მოვედი აქ, იმისთვის რომ სიტყვიერად მემტკიცებინა ჩემი ძმის უდანაშაულობა, მეც ვფიქრობ რომ პროკურატურის ვერსია არის მცდარი და ეს ვიდეოკადრებითაც დასტურდება. მინდა მივმართო პროკურატურას, თუ შეიძლება გამეცით პასუხი რას ვხედავთ ვიდეოჩანაწერებში, რატომ არის თქვენი ვერსიისგან განსხვავებული ეს ყველაფერი, რატომ გსურთ ხელი შეაწმინდოთ ამ ადამიანებს და რატომ იქცევით ისე, რომ თითქოს ესენი არიან სადისტი მკვლელები, როდესაც საქმე ათი პროცენტითაც კი არ არის გამოძიებული და უბრალოდ საარჩევნოდ გინდათ, რომ მიიღოთ კეთილგანწყობა საზოგადოების მხრიდან,"- განაცხადა ვახო რევაზიშვილმა.

ამავე გადაცემაში, ნიკოლოზ რევაზიშვილის დედამ აღნიშნა, რომ საქმის გაყალბება იწყება იქედან, როცა ბრეგვაძის ტელეფონზე შედის 6 ზარი.

"ეს არის ზარი, საგურამოს სამორიგეოდან, გიორგი ზარიაშვილის ტელეფონიდან, რომელიც პატრულია. სად გაქრა ამ ბავშვთან არსებული ჩიპი, რომელიც, ვერავინ დამიმტკიცებს იმას, რომ მან, კარგ ხასიათზე მყოფმა სურათი არ გადაიღო, მერე უკვე შეშინებული წავიდა თემქაზე და იქ მხიარული სურათები გადაიღო. რა იყო ამ ჩიპზე ისეთი, რომელიც საზოგადოებას არ უნდა ენახა. იქნებ იქ იყო ისეთი ადამიანი, რომელიც არ უნდათ რომ საზოგადოებამ იცოდეს. რატოა დაზარალებული გეკითხებით. "ტოიოტა ქემრი" თბილისში ბრუნდება და ბრეგვაძე ისევ იქ არის. რატომ გაარიდა პოლიციამ ეს ბავშვი, აქედან იწყება სწორედ საქმის გაყალბება,"- აცხადებს ეკატერინე წულუკიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system