თავში

"მხოლოდ დედას იძახის და ტირის, მთხოვს, რომ ვუშველო" - მაიკო კაჭკაჭიშვილი

მთხოვს, რომ ვუშველო" - მაიკო კაჭკაჭიშვილი
მხოლოდ დედას იძახის და ტირის, მთხოვს, რომ ვუშველო - მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

"მოკლედ ბოდიში რომ აქ ვწერ!

ბებო, რომელიც მიყვარს სამყაროში ყველაზე მეტად, მყავს უმძიმეს მდგომარეობაში. საავადმყოფოდან გამოგვიშვეს, ჩვენ მეტს ვეღარ შევძლებთო. აქვს ინსულტი, წაერთვა მარჯვენა მხარე და მეტყველება, მხოლოდ დედას იძახის და ტირის, მთხოვს, რომ ვუშველო. მე ვერაფერს ვშველი, ექიმები ბანზე მიგდებენ სიტყვას იმიტომ რომ უიმედოა და თან 90 წლის! ამხელა ტანჯვის ყურებისთვის არ ვიყავი მზად და ვატყობ, რომ ფსიქიკა მერყევა უუნარობისგან

აქ იმიტომ ვწერ რომ იქნებ მყავხართ ექიმები მეგობრებში რომლებსაც გეცნობათ სიტუაცია და იქნებ დამეხმაროთ რომ როგორმე შევუმსუბუქო ეს დღეები," - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system