თავში

"მობილობაა ის პრობლემა, რასაც ჩვენ ყველანი ვებრძვით"- ცქიტიშვილი

"მობილობაა ის პრობლემა, რასაც ჩვენ ყველანი ვებრძვით"- ცქიტიშვილი
მობილობაა ის პრობლემა, რასაც ჩვენ ყველანი ვებრძვით- ცქიტიშვილი

იმის გამო, რომ როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, შაბათ-კვირას სავაჭრო ობიექტებში ხდება მყიდველთა 40%-ის, პრაქტიკულად ნახევარზე ოდნავ ნაკლების კონცენტრაცია, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი წყარო არის მომატებული მობილობა და სწორედ მობილობაა ის პრობლემა, რასაც ჩვენ ყველანი ვებრძვით პანდემიის მართვის პროცესში, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებას განაპირობებს დაწესებული რეგულაციების დაცვა და მათ შორის არის მაღაზიების მიერ ნაკადების მართვა, როგორც ეს მოხდა წინასაახალწლო პერიოდში.

"როდესაც ჩვენ ეტაპობრივ და ფრთხილ გახსნაზე ვსაუბრობთ, ვალდებული ვართ , გავითვალისწინოთ ყველა მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების და რა თქმა უნდა ბიზნესის უსაფრთხოებას. ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, მიეცეთ ოპერირების სრულფასოვანი საშუალება, თუმცა, ამასთან, გვესმის, რომ მომეტებულ აქტივობას და საფრთხეს, შესაძლოა მოჰყვეს ინფიცირების მკვეთრი ზრდა,რამაც შემდგომში შეიძლება შეზღუდვების აუცილებლობა გამოიწვიოს. სწორედ შემდგომი შესაძლო შეზღუდვების გამო ვუდგებით სიფრთხილით გახსნის პროცესს“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system