თავში

მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს - თაკო ნაცვლიშვილი

მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს - თაკო ნაცვლიშვილი
მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს - თაკო ნაცვლიშვილი

ცნობილი ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში სამოდელო ინდუსტრიაზე საუბრობს და სოლიდარობას უცხადებს კოლეგას, მარიშა ურუშაძეს. 

"ამ ბიზნესში ადამიანის უფლებების დარღვევა უნდა დასრულდეს! მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს. მათ ძალიან რთულ პირობებში ადეკვატური ანაზღაურების გარეშე უწევთ მუშაობა. საქართველოში ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მოდელობა არ არის უბრალოდ ჰობი ან გართობა, ეს პროფესიაა, რომელიც შრომას მოითხოვს!“ – წერს თაკო ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილის თქმით,  მოდელების მიმართ უპატივცემულობა ორგანიზაციების მხრიდან ყველა ზღვარს გასცდა.

"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდი თავს და არ ვლაპარაკობდი ღიად, თუ რა ხდება ლამაზი ჩვენებებისა და სურათების მიღმა. ყოველ სეზონზე გოგოებს გვიწევს სხვადასხვა პრობლემასთან შეჯახება. ამ სეზონმა გვაიძულა, გვესაუბრა პირობებზე, რადგან მოდელების მიმართ უპატივცემულობა ყველა ზღვარს გასცდა. მინდა ვისაუბრო თუ რა პირობებში გვიწევს მუშაობა და როგორ სტრესში ვართ სათითაოდ ყველა. უმეტეს შემთხვევაში, მთელი დღის განმავლობაში, საჭმლის გარეშე გვიწევს ყოფნა, არავინ გვეუბნება კონკრეტულ სამუშაო საათებს, მითუმეტეს ამ სეზონზე, როდესაც Digital Show-ებია. სირცხვილია, ვახსენო საპირფარეშოს მდებარეობა, რომელიც სულ სხვა შენობაში შეიძლება აღმოჩნდეს,“ - ამბობს თაკო ნაცვლიშვილი.

თაკო ასევე აღნიშნავს, რომ მოდელებს კომენდანტის საათის შემდეგაც უწევთ მუშაობა, მაშინ, როდესაც ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია, თუმცა მათ სახლში დაბრუნებაზე არავინ ზრუნავს. მისივე თქმით, პრობლემაა ისიც რომ, რომ მოდელებს ხშირად ჩვენების დღეს ეუბნებიან უარს გამოსვლაზე, ანაზღაურება კი საქართველოში სამარცხვინოა. 

"სირცხვილია ვახსენო ანაზღაურება. თუ ერთ ჩვენებაში ევროპაში ანაზღაურება გამოდის ათასობით ლარი, ჩვენ 150 და 200 ლარი გამოგვდის, ამას მინუს პროცენტები," - აცხადებს მოდელი.

ცნობისთვის, მარიშა ურუშაძის Instagram-ის ანგარიში მას შემდეგ დაიბლოკა, რაც მოდის კვირეულის გადაღებებზე ქართველი მოდელების შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბრა.  მისი სოციალური ქსელის ანგარიში "დაარეპორტეს", რის გამოც მისი სურათები აღარ იძებნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system