თავში

" მოდის!" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

" მოდის!" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე
 მოდის! - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ხელოსნებთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებაზე წერს:

"სამზარეულოს ზედაპირი გამოვცვალე გუშინ და ლამაზი კი გამოვიდა, მაგრამ დამარბიეს მუშებმა, ქვა დაჭრეს აივანზე, მთელი სახლი სარემონტო გახდა, გამოგლიჯეს წყლის მილი ისე, რომ გამოსაცვლელია, გაზი გამომიერთეს და ეს მილიც დააზიანეს, გასდის, დამტოვეს ცხელი წყლის გარეშე, ერთი კარადის კარის მიმაგრება ვთხოვე და ისიც ვერ შეძლეს, “კლუჩი” არ ჰქონდათ და ვზივარ ახლა და ვრეკავ ასიათას ხელოსანთან, რომ ყველა გაუგებრობა ნაწილ-ნაწილ გამოვასწორო.

ხოდა ვურეკავ ერთერთს, მოდი ვინტები დაუჭირე კარადებს-მეთქი. ვერაო, პატარა შეკვეთებზე არავინ დავდივართ, არ გვევასებაო. ორმაგს გადავიხდი, ოღონდ მოდი-მეთქი, მაინც ვერაო… გთხოვ, არ მიმატოვო-მეთქი.. არ მიმატოვოზე ცოტა დაიბნა, მაგრამ მაინც თავისაზე დადგა, მაპატიე, მაგრამ ვერაო..

აქ კი საბოლოოდ მიმტყუნა ნერვებმა და მეუთხარი, ისე უბედური ვარ ახლა, კარადის შეკეთებაც აღარ მინდა, წუთით მაინც დამენახე-მეთქი… რომ იცოდე, რა გოგო ვიყავი, ბუზებივით მესეოდნენ ხელოსნები და ისე მომექცა საქმე, ერთიც ვეღარ შემიბია, რომ ნახევარი საათი მესტუმროს, გამიღიმოს და ფულიც იქით გადავუხადო-მეთქი და დემონსტრატიულად შევისრუტე ცხვირით ცრემლები.

ქვის გული არ ჰქონია, გენერალიზებული სასოწარკვეთის აღწერამ გაჭრა. მოდის!"
, - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system