თავში

მოძრაობა "გაბედემ" პარლამენტის წინ ჯებირს მავთულხლართი შემოავლო - PHOTO

მოძრაობა "გაბედემ" პარლამენტის წინ ჯებირს მავთულხლართი შემოავლო - PHOTO
მოძრაობა გაბედემ პარლამენტის წინ ჯებირს მავთულხლართი შემოავლო - PHOTO

მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა პარლამენტის წინ აღმართულ მწვანე ღობეს მავთუხლართი შემოავლეს.

"გაბედეს" ერთ-ერთი წევრის თქმით, ჯებირის აღმართვის ერთადერთი მიზანი საპროტესტო აქციების შეჩერებაა. 

„დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ დაგვახვედრა ღობე, რკინის ჯებრირის მიზანი არის ის, რომ შეჩერდეს საპროტესტო აქციები.  რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა, რკინის ჯებირები ვერ შეაჩერებს პროტესტს. თვითონვე იკეტებიან რკინის ჯებირებში და ღობეში. თვითონვე აღმართეს საზოგადოებასა და ქართულ ოცნებას შორის ჯებირი, ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს არ უსმენს, ხელისუფლება რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას არ უსმენს, დასრულებულია“- განაცხადა მოძრაობა "გაბედეს" ერთ-ერთმა წევრმა

შეგახსენებთ რომ გუშინ საღამოს პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიას მწვანე ჯებირი შემოავლეს, თბილისის მერის ინფორმაციით ამ ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება. ოპოზიცია ფიქრობს რომ რუსთაველზე ჯებირი საპროტესტო აქციების შესაჩერებლად აღმართეს.




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system