თავში

"მოძრაობა ჰუმანურობისთვის" - საპროტესო აქცია თბილისში

"მოძრაობა ჰუმანურობისთვის" - საპროტესო აქცია თბილისში
მოძრაობა ჰუმანურობისთვის - საპროტესო აქცია თბილისში

თბილისსა და რუსთავში სასჯელაღსრულების  დაწესებულებების მიმართულებით ავტომსვლელობა სახელწოდებით  "მოძრაობა ჰუმანურობისთვის" გაიმართა.

ამ ფორმით აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ იმ პატიმრებს, რომელბიც "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში ცვლილებების შეტანისა და მუხლების გაფართოების მოთხოვნით შიმშილობენ.

როგორც ერთ-ერთი პატიმრის დედა აცხადეს, დღეს ამნისტია შერჩევითია და არჩილ თალაკვაძის დაპირება არ შესრულდა.

"პირადად არჩილ თალაკვაძე შეგვპირდა ჩვენ, მოშიმშილე დედებს, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ, ეს ასე არ მოხდა. დღეს ამნისტია შერჩევითია და ჩვენ ამას არ ვემხრობით, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ პატიმრების გასათავისუფლებლად", - განაცხადა ერთ-ერთი პატიმრის დედამ.

ცნობისთვის, პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონი 16 დეკემბერს დარეგისტრიდა. პარლამენტის ადამიანი უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნავს, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა.

5 იანვარს, პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system