თავში

მოძრაობა შეიზღუდება - გაფრთხილება მძღოლებს

მოძრაობა შეიზღუდება - გაფრთხილება მძღოლებს
მოძრაობა შეიზღუდება - გაფრთხილება მძღოლებს

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება, -ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მოძრაობა 13 აგვისტოს, სამი საათის განმავლობაში შეიზღუდება.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე,მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია "ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის" საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს. რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2021 წლის 13 აგვისტოს 05:00 საათიდან 08:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა ყოველ 1 საათში 15 წუთიანი ინტერვალით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system