თავში

მოძრაობა შეიზღუდება - გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

მოძრაობა შეიზღუდება - გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
მოძრაობა შეიზღუდება - გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

25 სექტემბერს ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე შეზღუდვები დაწესდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ლ ენდ ლ“, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 101-ე კილომეტრზე ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე აწარმოებს ლითონის მილის მოწყობის სამუშაოებს. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი წვიმა), სამუშაოების ჩატარება ვერ მოხერხდა 2021 წლის 23 სექტემბერის 22:00 სთ-დან 24 სექტემბრის 01:00 სთ-მდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება 2021 წლის 24 სექტემბერს 22:00 სთ-დან 25 სექტემბრის 01:00 სთ-მდე. დროის ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობთ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system