თავში

მოძრაობა" სირცხვილიას" აქციაზე მოქალაქეების უსაფრთხოებას საპატრულო პოლიცია დაიცავს

მოძრაობა" სირცხვილიას" აქციაზე მოქალაქეების უსაფრთხოებას საპატრულო პოლიცია დაიცავს
მოძრაობა სირცხვილიას აქციაზე მოქალაქეების უსაფრთხოებას საპატრულო პოლიცია დაიცავს

მოძრაობა „სირცხვილია“ ხვალ, 20 სექტემბერს ფართომასშტაბიან აქციას გამართავს. ეს იქნება მოძრაობის წევრების და მათი მხარდამჭერების ბოლო ბოლო შეკრება რუსთაველის გამზირზე. ამის შემდეგ აქციების ფორმატი შეიცვლება. მოძრაობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რეგიონებში შეხვედრებს გამართავს. ასევე, საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს დედაქალაქშიც.

როგორც report.ge -ის შსს-ში განუცხადეს, ხვალინდელ აქციაზე მოქალაქეების უსაფრთხოებას საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე. დეპუტატის თქმით „ვინც ჩაჯდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებში, ყველა ამ ადამიანს ექნება გარანტირებული უფლება, საკუთარი აზრი საჯაროდ დააფიქსიროს”.

აქციები რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის ღამეს დაიწყო. საპროტესტო ტალღა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის და დელეგაციის სხვა წევრების ვიზიტს მოჰყვა. მოქალაქეების გაღიზიანება პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე სერგეი გავრილოვის ხილვამ გამოიწვია.

საპროტესტო აქცია დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. სამართალდამცავებთან დაპირისპირებისას ათობით მოქალაქე დაშავდა.

მალევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის მუხლით სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება აქციის რამდენიმე მონაწილე.

20 -21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ აქციები პერმანენტული გახდა. აქციის მონაწილეები ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ გიორგი გახარიას გადადგომას, რომელსაც დემონსტრანტების დარბევის დროს შს მინისტრის თანამდებობა ეკავა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system