თავში

"მოგწონთ სიბნელე?" - რატომ ჩააბნელა კახა კალაძემ კიკვიძის პარკი - VIDEO

"მოგწონთ სიბნელე?" - რატომ ჩააბნელა კახა კალაძემ კიკვიძის პარკი - VIDEO
მოგწონთ სიბნელე? - რატომ ჩააბნელა კახა კალაძემ კიკვიძის პარკი - VIDEO

თბილისის მერი, კახა კალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ჩაბნელებული კიკვიძის პარკიდან ჩაერთო და 2 წუთის განმავლობაში სიბნელეში საუბრობდა, რის შემდეგაც პარკში განათებები ჩართეს. 

როგორც კალაძემ განაცხადა, თბილისი სიბნელეში არასდროს დაბრუნდება. 

,,ზოგადად, სიბნელე ბევრი რამის შემაფერხებელია. ჩვენ გამოვიარეთ სიბნელის, უიმედობის, დეპრესიის წლები და კარგად ვიცით, რას გრძნობს ადამიანი ამ დროს. რა თქმა უნდა, ყველა დამეთანხმებით, ძალიან არასასიამოვნოა ჩაბნელებული პარკი, სკვერი, ქუჩა და ზოგადად სიბნელე. მინდა, მივმართო მათ, ვინც ბოლო დღეების მანძილზე უსაგნოდ აკრიტიკებს დედაქალაქის მერიას საახალწლო განათების შესყიდვის გამო; მათ, ვისაც გულწრფელად უყვარს ეს ქალაქი, ქვეყანა, უხარია მისი წინსვლა და დედაქალაქის განვითარება, თქვენ მოგწონთ სიბნელე? ეს ძალიან არასასიამოვნოა. აი, მიმდებარე ქუჩები განათებული და ულამაზესია. ბიუჯეტი დაახლოებით 11-12 მილიონ ლარს ხარჯავს ყოველწლიურად ამ განათებებზე. ჩავაბნელოთ ქუჩები? აღარ გადავიხადოთ ეს 12 მილიონი იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ღამით ულამაზესი იყოს? მეგობრებო, დიდებო, პატარებო, თბილისელებო, დედაქალაქის სტუმრებო, გპირდებით, წელს საახალწლო თბილისი იქნება ისეთივე ლამაზი და სავსე სადღესასწაულო განწყობით, როგორც გასულ წლებში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system