თავში

"მოიყვანა ამწე და აძვრა სახურავზე, ამწე გააწევინა დაცვამ და დარჩა იქ" - ნიკა გვარამია - VIDEO

"მოიყვანა ამწე და აძვრა სახურავზე, ამწე გააწევინა დაცვამ და დარჩა იქ" - ნიკა გვარამია - VIDEO
მოიყვანა ამწე და აძვრა სახურავზე, ამწე გააწევინა დაცვამ და დარჩა იქ - ნიკა გვარამია - VIDEO

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. 

ნიკა გვარამია, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, ტელეკომპანიის ჟურნალისტის, ბექა ყორშიას შესახებ წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

"მოკლედ, ჩვენი აქებ აიშროყ დღეს აკეთებდა რეპორტაჟს ლაგუნა ვერეზე. არ შეუშვეს ტერიტორიაზე. ბექამ მოიყვანა ამწე და აძვრა სახურავზე და იქედან გააგრძელა გადაღება. ამასობაში, ამწე გააწევინა დაცვამ და ბექაც დარჩა სახურავზე. კაი ხანი იყო იქ, სანამ 112-მა არ ჩამოხსნა.

დანარჩენს იხილავთ შაბათის მთავარში", - წერს ნიკა გვარამია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system