თავში

მოხდა ამაზრზენი რამ - თამარ ივერი

მოხდა ამაზრზენი რამ - თამარ ივერი
მოხდა ამაზრზენი რამ - თამარ ივერი

ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი ზუგდში, "საქართველოს ბნაკში" მძევლების აყვანის ფაქტს და მომხდართან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება: 

მომღერლის თქმით, გადაჭარბებულია შეფასება, რომ მომხდარით სახელმწიფო ჩამოიშალა და განადგურდა.

"რა განცხადებებია არ მესმის,არიქა!! რადგან უკვე ქვეყანაში იმ დონეზე მივედით რომ ბანკში ტერორისტი შევარდა და მძევლები აიყვანა....ეს უკვე ქვეყნის დასასრულია, სახელმწიფო ჩამოიშალა!! ჩამოინგრა!! განადგურდა!! . მოკლედ, ფრაზა: სახელმწიფო ჩამოიშალა! ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჩამოინგრა!!! დღეს მთელი დღეა ტრიალებს ეთერში.გასაგებია რომ მოხდა ძალიან ამაზრზენი რამ, მაგრამ ჩემთვის სახელმწიფოს ჩამოშლა ცოტა სხვა რამეა,ცოტა სხვა ინსტიტუტების,ღირებულებების, ტრადიციების, სულიერი და მორალური დაცემა.

რა ვიცი,რაც მე ავსტრიაში ვცხოვრობ ერთი მინიმუმ ათჯერ მაინც მახსოვს ასეთი მსხვილი საქმეები: ბანკში მძარცველების შევარდნები და მძევლების აყვანა.ბოლოს "ბავაგის"ბანკში 3დღე ჰყავდა გამოკეტილი ტერორისტს ხალხი. გერმანიაში კიდევ რამდენჯერ.... ასევე პარიზშიც 2 ჯერ შევსწრებივარ ასეთ ტერორისტულ აქტს. მთელი ცენტრი გადაკეტილი იყო,მაგრამ არც ერთი პოლიტიკოსის ან მოქალაქის მიერ ტელევიზიით არ გაჟღერებულა რომ არიქა, ავსტრიის სახელმწიფო, გერმანია ან საფრანგეთი ჩამოიშალა და გაპარტახების პირასაა ამ ფაქტით და ამ მთავრობის შემხედვარე.პირიქით,ხელს უწყობდნენ ძალოვანებს დანაშაულის აღმოფხვრაში,თვლიდნენ რომ ასეთი გიჟი და ტერორისტი ყველა ქვეყანაში შეიძლება აღმოჩნდეს და აზრად არ მოსდიოდათ პოლიტიკოსებს ან მოქალაქეებს ტელევიზიით ქვეყნის მთავრობა დაედანაშაულებინათ ასეთ აქტებში და ქვეყნის "ამ დონემდე" მიყვანაში.არ მოსწონთ მათი მთავრობა? კი ბატონო....წყნარად, არჩევნებზე არ მისცემენ ხმას,მაგრამ გამონათქვამებს:ჩვენი სახელმწიფო ჩამოიშალა! განადგურდა! გაპარტახდა! ჩამოინგრა!! ძალიან ერიდებიან და არ აკადრებენ მათ ქვეყანას!! რატომ? რატომ და იმიტომ რომ,მათ საუბრის რაღაც სხვა,მაღალზნეობრივი და ღირსეული თამასა აქვთ.

ასევე,მიტინგის ჩვეულებრივ დარბევასაც (ლაპარაკი არ არის სისხლიან დარბევაზე) ისე განვიცდით და ისე ერის ტრაგედიად ვიღებთ რომ ვთვლით რომ უკვე: ერი დაემხო,აპოკალიფსის ჟამი მოგვადგა კარს,მთელი მთავრობა გადასაყენებელია ამის გამო...და ა.შ არადა,ასევე ევროპის ქვეყნებშიც წამდაუწუმ იგივე ხდება და მერწმუნეთ,ბევრად მეტად და ბევრად სასტიკად.(პარიზში მეც მოვყევი ერთხელ შემთხვევით) მაგრამ,ამის გამო მათი ქვეყნის და მთავრობის დასასრულს არ აანონსებენ.პირიქით,ცდილობენ რომ არ დანებდნენ,კვლავ შეიკრიბონ,შემოიკრიბონ საერთაშორისო მედია და ხალხი და ამით მიაღწიონ მათი მოთხოვნების შესრულებას.

ასე რომ, ერთი კი არა, ვერც ათი და ვერც ოცი ტერორისტი სახელმწიფოს და მის სტრატეგიას ვერ ჩამოშლის!!!!! ნუ ვაზვიადებთ და ვამძაფრებთ გამონათქვამებს!! ნუ ვთესავთ ისედაც დასტრესილ ხალხში კიდევ უფრო დიდ პანიკას ისეთი შემთხვევების გამო,როგორებიც ევროპის წამყვან ქვეყნებშიც კი დღისით მზისით მზესუმირასავით ხშირად ხდება!!!! (იმედია, ახლა ამ პოსტით არ დაიწყებთ ქოცი ან ნაცი ხარო...რაც ფაქტია და რაც საკუთარი თვალით მინახავს და მომისმენია.... მხოლოდ იმას აღვნიშნავ და არ მაინტერესებს ვის წისქვილზე დაასხამს ის წყალს)" - წერს თამარ ივერი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system