თავში

მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი დაწვა - რა გახდა მიზეზი - VIDEO

მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი დაწვა - რა გახდა მიზეზი - VIDEO
მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი დაწვა - რა გახდა მიზეზი - VIDEO

მოქალაქე თორნიკე ენაგელი საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის საკუთარ ავტომობილს წვავს.

როგორც ის ვიდეოში აცხადებს, მას ტაქსის ლიცენზიის არქონის გამო პატრულის თანამშრომლებმა 8 დღის განმავლობაში სამი 200-ლარიანი ჯარიმა დაუწერეს, რის გამოც კუთვნილი ავტომობილის დაწვის გადაწყვეტილება მიიღო. 

,,უპირველეს ყოვლისა, ბოდიში მინდა მოვუხადო შვილებს, მეუღლესა და ოჯახის წევრებს იმისთვის, რასაც ახლა გავაკეთებ. ახლა, მე თქვენ გაჩვენებთ 200-ლარიან ჯარიმებს, რომელიც თითქმის რვა დღის განმავლობაში დამიწერეს, ტაქსის ლიცენზიის არქონის გამო. ბოლო, 50 ლარიანი ჯარიმა, რომელიც დამიწერეს ყველაზე საინტერესოა. ეს ჯარიმა პატრულმა დამიწერა, როცა მეჩქარებოდა და 15 წუთი მქონდა დარჩენილი და სახლში მისვლა დამაგვიანდა", - აცხადებს მოქალაქე თორნიკე ენაგელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system