თავში

გელათის მონასტერთან არქეოლოგებმა უძველესი მარნები აღმოაჩინეს - PHOTO

არქეოლოგებმა უძველესი მარნები აღმოაჩინეს
გელათის მონასტერთან არქეოლოგებმა უძველესი მარნები აღმოაჩინეს - PHOTO

ქუთაისში, გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად უძველესი მარნები და სხვადასხვა დროინდელი შენობის ნაშთები აღმოაჩინეს.

"გათხრები მიმდინარეობდა გელათში, წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღმოჩენილია 5 სხვადასხვა ეტაპის შენობის ნაშთები. ყველაზე ძველი, რაც იქ ვიპოვეთ, როგორც ვვარაუდობთ არის ძვ. წ. მეორე, მესამე საუკუნეების სამარხები. რაც შეეხება შენობებს, ზოგი მეათე- მეთერთმეტე საუკუნის, ზოგიც დავით აღმაშენებლის დროინდელი ეპოქისაა. ვხვდებით ასევე თურქული შემოსევების დროს განადგურულ შენობებს ( 1510 წელი), შემდგომ უკვე გვიანი შუა საუკუნეების მარანს,”- აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ნაკრძალ-მუზეუმის დირექტორი როლანდ ისაკაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system