თავში

მოსამართლეობის კანდიდატი: აბორტი მხოლოდ დედის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს

მოსამართლეობის კანდიდატი: აბორტი მხოლოდ დედის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს
მოსამართლეობის კანდიდატი: აბორტი მხოლოდ დედის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს

"უბრალო სურვილი დედისა, რომ აღარ მინდა ნაყოფი და მოვიცილო, ეს აღარ უნდა იყოს", -ამის შესახებ განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძემ, პარლამენტში, კომიტეტზე გასაუბრებისას გააკეთა. მისი თქმით აბორტის გასაკეთებლად მხოლოდ დედის სურვილი საკმარისი არ უნდა იყოს.

შოთა გეწაძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომელსაც პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში განსამწესებლად კენჭი უნდა უყაროს. მისი გადაწყვეტილებით ჩამოერთვა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა პოლიტიკური აქტივობის დაწყებაზე განაცხადიდან მალევე. გეწაძე იყო იმ კოლეგიაში, რომელმაც არ დააკმაყოფილა დაღესტნელი აქტივისტის, მიკაილ კადიევის თხოვნა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system