თავში

მოთხილამურე პატრულებმა ზამთრის კურორტებზე მუშაობა დაიწყეს

მოთხილამურე პატრულებმა ზამთრის კურორტებზე მუშაობა დაიწყეს
მოთხილამურე პატრულებმა ზამთრის კურორტებზე  მუშაობა დაიწყეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა - მოთხილამურე პატრულებმა ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაცვის მიზნით მუშაობა დაიწყეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათთან ერთად დამსვენებლების უსაფრთხოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც იზრუნებენ.

უწყების ცნობით, მოთხილამურე პატრულებმა უკვე გაიარეს გადამზადების კურსი და 100-მდე თანამშრომელი გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი), და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას განახორციელებენ. მოთხილამურე პატრულები აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება გაუწიონ. სამთხო-სათხილამურო კურორტებზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 2016 წლიდან მუშაობენ და ამ წლების განმავლობაში ასეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system