თავში

მრავალპროფილური კლინიკა არ ნიშნავს სამოქალაქო კლინიკას - მინისტრი

მრავალპროფილური კლინიკა არ ნიშნავს სამოქალაქო კლინიკას - მინისტრი
მრავალპროფილური კლინიკა არ ნიშნავს სამოქალაქო კლინიკას - მინისტრი

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ კონსილიუმის ბოლო დასკვნაში, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, საუბარია მსჯავრდებულ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე მულტიპროფილურ კლინიკაში, რაც არ ნიშნავს სამოქალაქო კლინიკას.

მისივე თქმით, ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა რომელიმე კონკრეტულ კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანაზე. 

„ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა, არის სარეკომენდაციო ხასიათის და მასში ნათქვამია, რომ თუკი საჭირო იქნება ჰოსპიტალიზაცია, ის უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ არ ყოფილა საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაშიც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და ოპონენტები... მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას... ექიმებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი რომელიმე კონკრეტულ კლინიკაზე, მათ შორის, სამოქალაქოზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, არავითარი წინააღმდეგობა სამინისტროს განცხადებებსა და მედიკოსების კონსილიუმის რეკომენდაციებს შორის არ არსებობს და ყველა მსგავსი განცხადება სპეკულაციაა. 

რაც შეეხება №18 სამედიცინო დაწესებულებას, მისი თქმით, ის მზად არის პაციენტის მისაღებად და, სპეციალისტების შეფასებით, სრულად აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს. შესაბამისად, საჭირობის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ამ დაწესებულებაში მოხდება. 

იუსტიციის მინისტრმა კონსილიუმის პირველ რეკომენდაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სრულადაა შესრულებული.

„რეკომენდაციები, რომლებიც მათ გასცეს პირველად, არის შესრულებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ, რამდენადაც რეკომენდაცია ეხება მედიკამენტურ მკურნალობას, ამ დეტალებზე არ ისაუბრებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system