თავში

მსხვერპლით დამთავრებული დაპირისპირებისას დაშავებულებმა ჰოსპიტალი დატოვეს

მსხვერპლით დამთავრებული დაპირისპირებისას დაშავებულებმა ჰოსპიტალი დატოვეს

გუშინ, ახალქალაქში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებულებმა ახალქალაქის ჰოსპიტალი უკვე დატოვეს. 

ჩხუბის შემდეგ ჰოსპიტალს ერთმა დაჭრილმა და ორმა დაშავებულმა მიმართა. 

ექიმების ინფორმაციით, გუშინ ახალქალაქში მოკლული მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა ახალქალაქში. ორ ჯგუფს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მასიური შეტაკება ქალაქში ორ ჯგუფს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი ახალგაზრდა მოკლეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი სასტუმროს კარებები და ფანჯრები ჩაამტვრიეს და ცეცხლი გაუჩინეს. დამწვარია კიდევ 2 სახლი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ის განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system