თავში

მსოფლიო დღეს დედამიწის საათს აღნიშნავს

მსოფლიო დღეს დედამიწის საათს აღნიშნავს
მსოფლიო დღეს დედამიწის საათს აღნიშნავს

მსოფლიოს 180 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, დღეს დედამიწის საათს აღნიშნავს. ეს მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი მოძრაობაა, რომელიც პირველად 2007 წელს ავსტრალიაში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (wwf) ჩაატარა. 

ამ დღეს, ერთი საათის განმავლობაში სინათლეს სიმბოლურად აქრობენ, რითაც მონაწილეები ამცირებენ ეკოლოგიურ ნაკვალევს და იცავენ დედამიწას. 

დღის აღნიშვნაში ჩართულია კერძო პირები, ბიზნეს საწარმოები და ორგანიზაციები. 

ისტორიულად, “დედამიწის საათი” კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის შესაძლო სავალალო ზეგავლენის შეჩერებას ისახავდა მიზნად. ბოლო დროს, ეს ღონისძიება ყურადღებას ისეთ მნიშნელოვან პრობლემას უთმობს, როგორიც ბუნების კარგვაა. 

დღეს დედამიწის საათი თბილისის დროით 20:30-დან 21:30-მდე აღინიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system