თავში

მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს

მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს
მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს

“ერთად უკეთესი გარემოსთვის!” - ევროკავშირი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ.

„დღეს ჩვენ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ. „მწვანე შეთანხმებისა“ და სხვა ინიციატივების საშუალებით, ევროკავშირმა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა უმთავრეს პრიორიტეტად აქცია, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზნის, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევის გზა. საქართველოში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებების წყალობით, გარემოზე ზრუნვა წლიდან წლამდე უფრო პრიორიტეტული ხდება.

COVID-19-მა ყველას შეუქმნა სირთულე და ახლა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სწრაფი სოციალური და ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერისკენ. ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ფინანსური ინსტიტუტები („ევროპის გუნდი“) საქართველოს მხარში დაუდგებიან ამ პროცესში. ყველა კრიზისს ახალი შესაძლებლობა მოაქვს და მომავალი აღდგენის პერიოდიც გვაძლევს შანსს, რომ საქართველო უფრო „მწვანე“, ჯანმრთელი და მდგრადი ქვეყანა გახდეს,"
- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყველაზე ცნობილი გარემოსდაცვითი თარიღია. 1974 წლიდან ეს დღე ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება. საინფორმაციო კამპანია „მწვანე კვირეული“ 2 ივნისიდან 8 ივნისამდე ტარდება. COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღონისძიებები მხოლოდ სოციალური და ტრადიციული (ტელევიზია და რადიო) მედია საშუალებებით ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system