თავში

მთავარია, თავს კარგად გრძნობდნენ და მათი პრობლემები გადაიჭრას - დეგნანი შუქრუთელებზე

ძნობდნენ და მათი პრობლემები გადაიჭრას - დეგნანი შუქრუთელებზე
მთავარია, თავს კარგად გრძნობდნენ და მათი პრობლემები გადაიჭრას - დეგნანი შუქრუთელებზე

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლების პროტესტზე საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მათი პრობლემები გადაიჭრას. 

ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ-ს საელჩოს როლია, დააკავშიროს აქციის მონაწილეები შესაბამის ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან.

"აშშ-ს არ აქვს პირდაპირი როლი. ჩვენი ადამიანის უფლებების დაცვის ოფიცერი გუშინ შეხვდა მათ, მოისმინა მათი წუხილი, ჩვენ ვცდილობთ, ფასილიტაცია გავუწიოთ მათ შეხვედრას სახალხო დამცველის ოფისთან, ან დაუკავშირდნენ ისინი შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ეს საკითხები მათთვის გადაიჭრას და მიიღონ სასურველი. ჩვენი როლია დამაკავშირებლის და რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, ისინი კარგად გრძნობდნენ თავს და მათი პრობლემები გადაიჭრას", - თქვა ელჩმა დეგნანმა. 

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 107 დღეა აქციას მართავენ, ნაწილმა პირიც კი ამოიკერა.

მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლება და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ზიანდება, ინგრევა, ან უკვე დაინგრა.

30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან დაბანაკდნენ და ელჩ კელი დეგნანს ცენტრალური ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენაში დახმარება სთხოვეს.

რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დეგნანი მათი პრობლემებით დაინტერესდა და შუამდგომლობას დაჰპირდა.

თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, სამხარაულის ბიუროს შეაფასებინოს შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალი და აუნაზღაუროს მოსახლეობას შესაბამისი თანხით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system