თავში

"მთავარის" ჟურნალისტი: მაღალი ტემპერატურა არ მაქვს, ვარ კარანტინში, თავს ვგრძნობ კარგად

"მთავარის" ჟურნალისტი: მაღალი ტემპერატურა არ მაქვს, ვარ კარანტინში, თავს ვგრძნობ კარგად
მთავარის ჟურნალისტი: მაღალი ტემპერატურა არ მაქვს, ვარ კარანტინში, თავს ვგრძნობ კარგად

არც მაღალი ტემპერატურა და არც ყელის ტკივილი არ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად,- ამის შესახებ Report.ge-ს, "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ განუცხადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ კარანტინში მოათავსეს.

"რამდენიმე საათის წინ განმათავსეს საჩხერის სასტუმროში, პირველი რაც პერსონალმა გააკეთა გამიზომა ტემპერატურა. ვიმყოფები კარანტინში. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩემზე დაკვირვება მოხდება. ამ დროისთვის ტემპერატურა მაქვს 36.4, არც თავის და არც ყელის ტკივილი არ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად,"-განაცხადა ირაკლი ვაჩიბერაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა რამდენიმე დღის წინ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჩაწერა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში 298 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 46 პირი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system