თავში

მთის კურორტების კომპანია: საბაგიროები რეგულაციების სრული დაცვით ფუნქციონირებს

მთის კურორტების კომპანია: საბაგიროები რეგულაციების
მთის კურორტების კომპანია: საბაგიროები რეგულაციების სრული დაცვით ფუნქციონირებს

"საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე არსებული საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, სრულფასოვნად ფუნქციონირებს", - ამის შესახებ სამთო კურორტების სააგენტო აცხადებს. 

მათი თქმით, საბაგიროებში განსაზღვრულია ადამიანთა რაოდენობა, ბადეების საშუალებით მოწყობილია საბაგიროებთან მისასვლელი დერეფნები, სადაც ადამიანთა ნაკადი დაცვის პოლიციის თანამშრომელთა მიერ კონტროლდება.საბაგიროებში ნიღბის გარეშე არცერთი მომხმარებელი არ დაიშვება.

"ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაციებიდან, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი არ იცავს დადგენილ წესებს და საფრთხეში აგდებს არა მარტო საკუთარ, არამედ ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მთის კურორტების განვითარების კომპანია მოუწოდებს დამსვენებლებს დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, კურორტები შეწყვეტს ფუნქციონირებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system