თავში

მტკვარში არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

მტკვარში არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს
მტკვარში არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ბიჭი 7 აგვისტოს გაუჩინარდა.

ახალგაზრდა ადგილზე სათევზაოდ იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა, შემდეგ კი, სავარაუდოდ, დინებამ წაიღო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბანში, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში სათევზაოდ შესული პირი დინებამ წაიღო და გაუჩინარდა წყალში.

შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ.

ინტენსიური სამაშველო ღონისძიების შედეგად გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მხრიდან იდენტიფიცირებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფებოდა.

საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 35 მეხანძრე მაშველი, 3 მყვინთავი, საფრენი აპარატი დრონი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების სპეციალური ხელსაწყო „ექოლოტი“ მონაწილეობდა" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system