თავში

მცირე საოჯახო სახლებისა და თავშესაფრების მხარდაჭერა გრძელდება

მცირე საოჯახო სახლებისა და თავშესაფრების მხარდაჭერა გრძელდება
მცირე საოჯახო სახლებისა და თავშესაფრების მხარდაჭერა გრძელდება

დღეს ხელი მოეწერა ლიბერთი ბანკსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში, ლიბერთი კვლავაც რჩება სააგენტოს გამორჩეულ პარტნიორად და აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის - #ლიბერთიგულით ფარგლებში, წლების წინ დაწყებულ საქმეს - ქვეყნის მასშტაბით არსებული, 54 მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრის კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში. 

როგორც ლიბერთი ბანკში განმარტავენ,  1 წლის განმავლობაში სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრული დაფინანსება 500 000 ლარამდე შეადგენს. 

„კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო უწყების მხარდაჭერა და გვერდში დგომა კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს, მით უფრო როცა საქმე ეხება სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებსა და მოხუცების საცხოვრებელ საოჯახო ტიპის სახლების და თავშესაფრების ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფასა და კომუნალური ხარჯების ანაზღაურების დაფარვას. სააგენტოსთან პარტნიორული თანამშრომლობა წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება, სამაგალითოა შეთანხმების ჯეროვანი შესრულებაც“, - აღნიშნა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტომა, მერი მაღლაფერიძემ. 

ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის, ვასილ ხოდელის ინფორმაციით, ბანკის მხარდაჭერა, მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებისთვის მხოლოდ კომუნალური ხარჯების ანაზღაურებით არ შემოიფარგლება. 

,,გასულ წელს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა მთელი ქვეყანა და პრიორიტეტს უკვე ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა #ლიბერთიგულით, რომლის ფარგლებში, სხვა მასშტაბურ პროექტებთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალურად მხარში დავუდექით თავშესაფრებს პროდუქტებითა და მედიკამენტებით. ასევე, ჩავერთეთ სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობებში, რომ ამ სახლების ბენეფიციარებისთვის იზოლაციის პერიოდი შეგვემსუბუქებინა. ჩვენ ვცდილობთ გულით ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ყოველთვის ვიყოთ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“ - აღნიშნა ვასილ ხოდელმა.

2021 წლის იანვრის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 278 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 56 შშმ პირი. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურ მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები 168 ბავშვი იღებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system