თავში

მცირეშემოსავლიან ოჯახებს სადღესასწაულო საჩუქრები დაურიგდათ

მცირეშემოსავლიან ოჯახებს სადღესასწაულო საჩუქრები დაურიგდათ
მცირეშემოსავლიან ოჯახებს სადღესასწაულო საჩუქრები დაურიგდათ

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა წმინდა რამაზანის დღესასწაულთან დაკავშირებით დაბალშემოსავლიან ოჯახებს სასურსათო კალათები გადასცა.

სადღესასწაულო საჩუქარი თბილისში, მარნეულში, ბოლნისსა და გარდაბნის რაიონებში მცხოვრებ 186 ოჯახს გადაეცა.

სადღესასწაულო ნობათი გაჭირვებულ ოჯახებს საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მოხალისეებმა დაურიგეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაწესებული მკაცრი საკარანტონო რეჟიმის დროს საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა სასურსათო დახმარება გაუწია მარნეულში, ბოლნისში, თელავში საგარეჯოში, ლაგოდეხში, დმანისში, გარდაბანში, რუსთავსა და თბილისში მცხოვრებ 1014 დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახს. 

რამაზანის დღესასწაულის ჩათვლით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ცენტრი, ჯამში,1200 ოჯახს დაეხმარა.

იმ რაიონების მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა, სადაც საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა ჰუმანიტაული აქცია ჩაატარა, ორგანიზაციას მადლობა გადაუხადეს გაწეული დახმარებისთვის. 

მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა ფუნქციონირება 2019 წლის 3 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით,  დაიწყო .

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system