თავში

მცხეთაში შეზღუდვები წესდება

მცხეთაში შეზღუდვები წესდება
მცხეთაში შეზღუდვები წესდება

მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა.

„მცხეთაზე საკოორდინაციო საბჭომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. გუშინ აღინიშნა, რომ რესტორნების 22:00 საათიდან ჩაკეტვიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ის რეჟიმი ამოქმედდება, რაც არის ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე რესტორნებთან მიმართებით. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როდესაც ჩვენ დავკეტეთ 22:00 საათიდან რესტორნები, ეს ბუნებრივია, დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას და ამის მიღმა იყო კონკრეტული ქეისები. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს მაქსიმალურად დავემორჩილოთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system