თავში

მცხეთის საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია

მცხეთის საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია
მცხეთის საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია

მცხეთის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, კორონავირუსით ინფოცირებული სამი პაციენტი რჩება.

საავადმყოფოში სულ 46 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.

როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ლიკა მუმლაძის ინფორმაციით, კრიტიკული პაციენტი ასაკოვანი ქალია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში 46 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. გუშინ დღის განმავლობაში ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ. ახალი პაციენტი ჯერ არ დაგვმატებია. კლინიკაში რამდენიმე მძიმე პაციენტი გვყავს. სამი ავადმყოფი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მათგან ერთ-ერთი ასაკოვანი ქალბატონია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. გვყავს რამდენიმე საყურადღებო პაციენტი. ჩვენს კლინიკაში ასევე არიან მსუბუქი მიმდინარეობის ავადმყოფებიც," - განაცხადა მუმლაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1182 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 962 -ს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system