თავში

"მწუხარებას გამოვთქვამთ მამა მოსეს გარდაცვალების გამო" - საპატრიარქოს უწყებანი

"მწუხარებას გამოვთქვამთ მამა მოსეს გარდაცვალების გამო" - საპატრიარქოს უწყებანი
მწუხარებას გამოვთქვამთ მამა მოსეს გარდაცვალების გამო - საპატრიარქოს უწყებანი

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს:

"გარდაიცვალა ჭყონდიდის ეპარქიის ღვთისმსახური, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი მოსე ჯანელიძე.

მამა მოსე დასვენებულია ხუნწის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. 

დაკრძალვა: 2022 წლის 8 იანვარს, 14:00 საათზე.

მწუხარებას გამოვთქვამთ მამა მოსეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს. 

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი მოსე", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

მღვდელი მოსე ჯანელიძე COVID-19-ით გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system