თავში

"მწვანე პასპორტი" უნდა დაექვემდებაროს გადახედვას - თამარ გაბუნია

"მწვანე პასპორტი" უნდა დაექვემდებაროს გადახედვას - თამარ გაბუნია
მწვანე პასპორტი უნდა დაექვემდებაროს გადახედვას - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალმა შტამმა „ომიკრონმა“ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ „მწვანე პასპორტის“ საფუძველი არის ცვლადი და უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ რევიზიას. 

„რაც შეეხება "მწვანე პასპორტის" სტატუსს და კრიტერიუმებს. "ომიკრონმა" კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „მწვანე პასპორტის“ საფუძველი არის ცვლადი და უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ რევიზიას. ჯერჯერობით ჩვენ შევინარჩუნებთ იმ სტატუსს, რომელიც „მწვანე პასპორტებთან“ მიმართებაში გვაქვს.

მნიშვნელოვანია მისი არსებული კრიტერიუმების აღსრულება. ბევრმა ქვეყანამ „მწვანე პასპორტში“ გაითვალისწინა „ბუსტერ“ დოზის აუცილებლობა და იქ გადატანის სტატუსს ნაკლები პასუხისმგებლობა ეთმობა. ეს ყველაფერი არის მიმდინარე, რა თქმა უნდა, „მწვანე პასპორტს“, რომელიც დღეს გვაქვს, კარგი აღსრულების პირობებში მოსალოდნელი აქვს პოზიტიური ეფექტი, განვითარების და გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, ამდენად მაინც დღეს მნიშვნელოვანია „მწვანე პასპორტის“ პირობების და რეგულაციების აღსრულება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system