თავში

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა იზღუდება

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა იზღუდება
მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა იზღუდება

საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებულ მუნიციპალურ ტრანსპორტში ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან მგზავრთა რაოდნობა შეიზღუდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

"თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

მისივე თქმით, დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ იქნება დაცული დადგენილი წესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, მათ შორის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system