თავში

ქუთაისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

კორპუსიდან მუშა გადმოვარდა
ქუთაისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა.

დაშავებული სხეულის მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ცოტნე ბარბაქაძის თქმით, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება, რადგან დაშავებული იმ ტიპის სამუშაოებს ასრულებდა, რაც იმ დროისთვის დავალებული არ ქონდა და არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი.

დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე ერთი კვირის მისული იყო.

ქუთაისში, სადაც ინციდენტი მოხდა, შს სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი კორპუსი შენდება.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system