თავში

ლანჩხუთში საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაფიცინენ

​ლანჩხუთში საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაფიცინენ
ლანჩხუთში საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაფიცინენ

ლანჩხუთში, სამტრედია - გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ რთულ სამუშაოს ახორციელებენ, ხელფასი კი შესაბამისი არა აქვთ.

"გვაქვს ძალიან რთული სამუშაო. არ გვინაზღაურდება შესაბამისად. დღიურად 20 ლარს გვიხდიან. სხვა სამუშაო მეტი არ გვაქვს. ჩვენ ვითხოვთ ხელფასის გაზრდას. ხელმძღვანელ პირს მოვთხოვეთ 5 ლარის დამატება, მაგრამ პირობას მაინც არ გვაძლევს. უკვე 20 დღეა ვმუშაობთ. მალე ამინდები გაფუჭდება, რის გამოც სამუშაო დღე შეგვიმცირდება და ანაზღაურებაც ნაკლები გვექნება“, - განაცხადა აქციის მონაწილე ვალერი მარშანიშვილმა.

სამტრედია - გრიგოლეთის გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23 -ე ბიუროს ჯგუფი“ ახორციელებს. აღნიშნულ საკითხზე კომპანიის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system