თავში

მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა

მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა. 

მისივე თქმით, სასულიერო პირს ვირუსი 3 იანვარს დაუდასტურდა, მსუბუქი ფორმით აქვს და ის კლინიკაში მკურნალობს. 

მიტროპოლიტთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია გადასული, მათ შორის პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილიც.

,,მეუფე ანტონი კლინიკაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ არის. ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. მასთან კონტაქტში მყოფი პირები, საპატრიარქოს ორი თანამშრომელი და შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაში გადავიდნენ. 2 პირის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, შორენას პასუხიც იქნება დღეს ან ხვალ. სიმპტომები არც ერთს არ აქვს", - განუცხადა report.ge-ს ცისანა შარტავამ.

მისივე თქმით, მეუფე ანტონს პატრიარქთან შეხება არ ჰქონია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system